ხატია შონია
14:12, 18 თებ, 2020
წელს თებერვალი უფრო ცივია
წელს თებერვალი უფრო ცივია
ვიდრე შარშან და ვიდრე წინა წლებს ,
გარეთ ამინდიც უარესია ,
უარესია თითქოს ყველა დღე.
სადღაც ვიცდი და სადღაც კი ვდგავარ,
მზერას გიჟივით ვაპყრობ ბევრ მხარეს,
თითქოს რაღაცას ვეძებ და თითქოს,
თითქოს რაღაცამ დაიგვიანა.
წელს თებერვალი უფრო ცივია,
უფრო ძნელია თვეების წასვლა ,
როცა გაყინულ სხეულს ერწყმება,
სული რომელიც ვეღარ გათავდა .
და ახლა ალაბათ ამ თებერვალსაც
გადავაგორებ როგორც იანვარს
დაველოდები მარტის მოსვლას და
მერე ვეცდები მის გაგდებასაც.
წელს თებერვალი უფრო ცივია,
მგონია გარეთ დავიდე ბინა,
რადგან სიცივე უფრო მეტია ,
ვიდრე შარშან და ვიდრე წინა წლებს .
გაყინულ ხელებს არ ვითბობ აღარ,
ახლა სიცივე სულში რომ მატანს
და ვიმეორებ, რომ თებერვალი,
ცივია როგორც არასდროს ისე .
↑
ვიდრე შარშან და ვიდრე წინა წლებს ,
გარეთ ამინდიც უარესია ,
უარესია თითქოს ყველა დღე.
სადღაც ვიცდი და სადღაც კი ვდგავარ,
მზერას გიჟივით ვაპყრობ ბევრ მხარეს,
თითქოს რაღაცას ვეძებ და თითქოს,
თითქოს რაღაცამ დაიგვიანა.
წელს თებერვალი უფრო ცივია,
უფრო ძნელია თვეების წასვლა ,
როცა გაყინულ სხეულს ერწყმება,
სული რომელიც ვეღარ გათავდა .
და ახლა ალაბათ ამ თებერვალსაც
გადავაგორებ როგორც იანვარს
დაველოდები მარტის მოსვლას და
მერე ვეცდები მის გაგდებასაც.
წელს თებერვალი უფრო ცივია,
მგონია გარეთ დავიდე ბინა,
რადგან სიცივე უფრო მეტია ,
ვიდრე შარშან და ვიდრე წინა წლებს .
გაყინულ ხელებს არ ვითბობ აღარ,
ახლა სიცივე სულში რომ მატანს
და ვიმეორებ, რომ თებერვალი,
ცივია როგორც არასდროს ისე .