ხატია შონია
13:09, 18 თებ, 2020
დიდედას ტკივილს
ქვრივის წერილებს კითხულობდა ნიავი ჩუმად ,
ადგამდა გვირგვინს ტკივილიანს, ნაწვიმარ ცრემლებს ,
ვინ რა იცოდა, რატომ სდუმდა ასე ძალიან,
თუ რატომ სვანდა ასე მშვიდი ქვრივი დიდედა.
წავიდა ზეცად,სიყვარულის წაიღო ფიცი,
დიდედას აღარ უთენდება ისე მზიანად,
წავიდა თან და თან წაიღო მისი იმედიც,
ახლა კი შავად თენდება და აღარ ღამდება.
ქვრივის ცრემლები ყკივილებში დამხვრჩვალი ტბაა,
ტბაა დამხვრჩვალი მის სიღრმეში ასე ძალიან,
ნიავი დაჰქრის ამ ტბის თავზე და ჰყვება წერილს,
დიდედას წერილს ტკივილიანს, ნიავი ჰყვება.
ქვრივის წერილებს კითხულობდა ნიავი ჩუმად,
ადგამდა გვირგვინს ტკივილიანს ,ნაწვიმარ ცრემლებს,
ვინ რა იცოდა, სიმშვიდეში როგორ სტკიოდა,
თუ რატომ სჩანდა ასე მშვიდი ქვრივი დიდედა.