ნინო კაპანაძე
16:09, 15 თებ, 2020
ხვალ მზე ამოვა
სიცოცხლე დაწყილი უსიცოცხლო წამებით, დღეს გაიშალა და თითქოს სასრულ უსასრულობაში გადავიდა. გადავიდა ისე, რომ უკან მოხედვა არ სურს და არც იხედება. დატოვა სიჩუმე დაწყილი ხმაურით, დატოვა ეს სავსე სიცარიელე და გაჰყვა მზის სხივის უმისამართო მიმართულბას.
მზის სხივი... რამდენი რამ შეიძლება დაიტიოს მზის სხივმა... უბრალოდ, ორი სიტყვა და მსოფლიოს არსებობის წყარო... ადამიანებისთვს- ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის მზის სხივი... ზოგი გრძნობს მას ზოგს კი მხოლოდ ათბობს...
რატომ არის მზის ყველა სხივი თბილი?! რა ათბობს უხილავ, უმასო, უსხეულო და უგრძნობ ჰაერის ნაკადს?! სიყვარული? მონატრება? სინანული?
სასრული უსასრულობა და უმისამართო მიმართულება... საინტერესოა არა?! რატომ არსებობს უსასრულობა ან მიმართულბა რად დაგვკარგვია?! რა არის მიზეზი?! სიყვარული? მონატრება? სინანული?
დამაყრუებელ სიჩუმეში ივლი და მხოლოდ ნათელი სიბნელე გაგინათებს გზას... გაიხარებ და ცრემლები წამოგივა, იტირებ და გაგეცინება.... რატომ?! რა არის უცრემლო განცდების უგრძნობი გრძნობების მიზეზი?! სიყვარული? მონატრება? სინანული?
მაგრამ დღეს... აი, ახლა! იმის დანახვაა საჭირო რასაც მოლოდ თვალდახუჭულები ვხედავთ... დღეს, აი აქ! იმის რწმენაა საჭირო რისი დაჯერებაც არ შეგიძლია... დღეს, ჰო, დღეს! იმის იმედია საჭირო რაც უეჭველად მოხდება...
დღეს...
დაღამდება...
ხვალ მზე ამოვა...