უცნობი ავტორი
13:03, 14 თებ, 2020
ჟაკ ფრესკო და პროექტი ვენერა
როდესაც წიგნებს ეხება საკითხი, რთულია არ ამოტივტივდეს სახელი - ჟაკ ფრესკო. წიგნებით დაწყებული ცხოვრება, რომელიც გლობალური იდეების ფუძე გახდა.

იყო შანსი თავისი ბრძოლა კაპიტალიზმთან და გაუმართავ სისტემასთან სახელმწიფოებრივ დანაშაულად ეღიარებინათ. ის მაინც აგრძელებდა მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდაში თავისი სამოთხე შეიძლებოდა რკინის გისოსებს ჩაენაცვლა , მიუხედავად ამისა მას არ აწუხებდა ეს ფაქტი, ვინაიდან ყოველთვის ამბობდა - ნივთებზე და ადამიანებზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ თქვენ ავად ხართ! დიდი ადამიანები დიდი იდეების გაშემო მოძრაობენ, მათ შორის არის - ჟაკ ფრესკო, როგორც დემოკრატის გაუმართავი კლიშეებიდან თავის დაღწევის გზა, ადამიანური ურთიერთობების მასწავლებელი და სამყაროს გადარჩენის იმედი!

- ჟაკ ფრესკო 1916 წლის 13 მარტს, ნიუ-იორკში დაიბადა, თურქეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში. ბავშვობის წელები ნიუ-იორკის ქუჩებში გაატარა. ვინაიდან არ მინდა ვრცელი ინფორმაცია გამოვიდეს, დავწერ მცირე დეტალებს, რომელიც დაგაინტერესებთ.

ჟაკ ფრესკომ ბავშვობიდვე უარი თქვა ცერემონიაზე, რომელიც ამერიკის სკოლებში ტარდებოდა. (ფიცი ამერიკის დროშის მიმართ) ამის გამო მას პრობლემები შეექმნა, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ჟაკ ფრესკო ბავშვობიდანვე გლობალურად აზროვნებდა, მან "ფიცი მისცა" სამყაროს, დედამიწას და ადამიანურს რასას, როგორც ერთობას და გადაწყვიტა თავისი საქმიანობა არა ქვეყნისთვის არამედ ადამიანისთვის მიეძღვნა.

ჟაკის სოფლმხედველურ და კირიტკულ აზროვნებას მოჰყვა დირექტორის საბედისწერო ნაბიჯი. ფაქტის შემდეგ, როდესაც ჟაკმა ფიცზე უარი თქვა, დირექტორმა დაიბარა დედა. როგორც ის იხსენებს, დედა ტირილით მივიდა მასთან შვილის მორიგ ნამოქმედარზე, მაგრამ ამ დროს დირექტორმა თხოვა დამშვიდებულიყო. დედას უთხრა თავის გეგმაზე, უნდოდა ჟაკი თვითნასწავლი ყოფილიყო, ამიტომ შესთავაზა წიგნების წაკითხვა და ყოველ კვირაში ანგარიშის ჩაბარება ერთ წაკითხულ წიგნზე წიგნზე, ამ მოვლენამ უფრო გაამდიდრა ჟამის სოფლმხედველობა.

და ბოლოს, გვერდს ვერ ავუვლი ჟაკის პროექტს "ვენერა" რომლის პროექტიბაშიც უამრავი რესურსი ჩადო და ეს პროექტი ჯერ კიდევ შეუსრულებელი იდეაა, რომელიც მომავალში განხორციელდება, შეიცვლება მმართველობის ფორმა, რაც საზოგადოებისთვის ფენომენალური ნაბიჯი იქნება!