ნინო კაპანაძე
20:18, 09 თებ, 2020
:(
გამარჯობა, მკითხველო! ერთი ამბავი უნდა მოგიყვე! ძალიან მინდოდა აქამდეც მომეყოლა მაგრამ მსმენელი არასდროს მყავდა. არც ახლა მყავს, მაგრამ მე დავწერ! დიახ, დავწერ და ის წაიკითხავს ვისაც ჩემი მოსმენა მართლა გულთ შეუძლია. იცით მე ვინ ვარ?! არა ხომ? კარგით გაცნობით დავიწყოთ. მე ის ვარ ვინც ცალმხრივმა სიყვარულმა ცივ ქვად აქცია. ერთ დროს მეც ადამიანი ვიყავი და მეც შემეძლო ღიმილი, საუბარი, ტირილიც შემეძლო. იცით რატომ გავხდი ცივი?! რატომ დავტოვე დედამიწა?! იმიტომ რომ ჩემი სითბო არავინ დააფასა. ყველაზე საშინელი გრძნობები ერთდროულად დამატყდა თავს. ცალმხრივი სიყვარული მართლაც რომ საშინელი გრძნობაა. ცალმხრივი არც გზა ვარგა. ცუდია როცა მიდიხარ და შენკენ არავინ მოდის. იმედგაცრუებას კი შეუძლია ადამიანი შეიწიროს... მოკლას... გაანადგუროს... იმედი გამიცრუვდა... ასეთები არიან ადამიანები... ერთმანეთს მხოლოდ მასინ აფასებენ როცა ამას ვეღარ აგრძნობინებენ. მოკლედ, მოგიყვებით თვალებზე რომლებმაც შეცვალეს ჩემი სამყარო... გოგონა, რომელიც იმ სითბოს არ აფასებდა რომელიც რომ ეგრძნო დაიწვებოდა. მე კი... მე კი მაინც ძალიან მიყვარდა... ყოველთვის მოუთმენლად ველოდებოდი პირველ თოვლს... რაღაცნაირად მაბედნიერებდა თოვლის ფანტელები... მე ხომ უსაზღვროდ მიყვარდა თოვლიანი სივრცე... იცით?? ყოველ წელს ზამთარი განსაკუთრებული მეგონა... მეგონა რომ მე შემეძლო მისი გაყინული ხელები გამეთბო... მაგრამ არა, ის სხვასთან მიდიოდა... მხოლოდ გასაჭირის დროს ვახსენდებოდი მაგრამ არასდროს მითქვამს მის დახმარებაზე უარი. როცა ვხედავდი მისი თვალებიც კი მაბედნიერებდა, ღიმილზე კი აღარ ვლაპარაკობ. დავტოვე დედამიწა და თქვენი აზრით ყველაზე მეტად რა მენატრება?! არვიცი. სანამ დედამიწაზე ვიყავი მუდამ ერთიდაიგივე ღიმილი მენატრებოდა, რომელიც ძილშიც არ მასვენებდა. არ ვიცი ახლა რა მენატრება მაგრამ ვიცი რომ მოლოდინი მტანჯავს. მოლოდინი რომლის დასრულებაც არასდროს მომინდება. დიახ! არასდროს ვისურვებ რომ ჩემი მოლოდინი დამთავდეს და ის გოგონაც ჩემსავით ცივ ქვად გადაიქცეს. ალბათ, როცა ღამით მთვარეს დაინახავთ შეძლებთ დაინახოთ რამდენად მარტოსულია. ღამით მთვარის სახეს ვიღებ რადგან როგორმე დავინახო "ის". ყოველთვის მას ვათვალიერებ მაგრამ ვერასდროს ვხედავ. რადგან ახლა მკითხველი მყავს მას ვკითხავ, იქნებ სადმე გენახათ ჩემი მზე? მას მზე ჰქვია და ლამაზია... ლამაზია მზესავით.
↑