ბექა გიორგაძე
00:04, 08 თებ, 2020
მონატრება როგორც ასეთი...
***წამი***
................ ეპილოგი.............
და გაუმარჯოს! მონატრებას, იმ ერთ წამიანს,
ლახვარივით რომ ესობა გულს და როგორც მეხი,
რომ გაანათებს და გადაწვავს ირგვლივ ყველაფერს
და როგორც ცუნამს, ვერ აჩერებს ქვეყნად ვერავინ,
ისე დუმდება ამ წამის წინ მთელი სამყარო.
და გაუმარჯოს მონატრებას, თუნდ ერთ ღამიანს
და იმ ღამეში ვინც გიყვარდა შენ ადამიანს...
თუნდ რომ წაგართვას, მთელი ღამე,
მოგაყენებდეს იქნებ ამ ზიანს...
არ არსებობდეს, ბნელი-უკუნი,
არ ექნებოდა ფასი დღეს მზიანს...
მუდამ გახსოვდეს ადამიანო! წამი გერჩივნოს,
მთელს წელიწადს, 365-ვე დღიანს...
ის ერთი წამი მონატრებით გაჯერებული...
უფრო მეტია , ვით ის ღამე - მისი მშობელი...
ის ხომ თვით ნოეს კიდობანშიც არ დაეტია
რადგან იქ წარსულს არაფერი ესაქმებოდა...
იყო მომავლის, იმედის, რწმენის ნოე მხმობელი.
და ღმერთი იყო მხოლოდ მისი მამა - მშობელი...
ამ მონატრების წამის იგი უარმყოფელი,
გახდა მემკვიდრე, მას ხვდა წილად, მთელი სოფელი...
ადამიანი კი მისტირის, იმ საოცარ ჟამს,
არც ჭური უნდა თავის ხვავით,
არც პურს არ შეჭამს,
ოღონდ არ დათმობს, ის, იმ ერთ წამს ცოცხალი თავით:
სადაც უყვარდა,
ეხებოდა,
სწყინდა ძალიან...
ენატრებოდა, ბრაზდებოდა...
ცოდვა-ბრალიან,
სამყაროში ნათელი სხივი...
წამი ცუნამის, მეხის, სეტყვის, წვიმის, ქარბუქის,
მჭახე ხუილი, გავარდნილი თოფის ლულიდან.
ასე საშიში, ასე ნაზი, ჰარმონიაში...
ვით მოვარდნილი, უეცარი წნევა გულიდან...
.......... პროლოგი......
გაივლის წლები, საუკუნეც, თუკი დაგვცალდა,
მაგრამ წამები იქნებიან ყველაზე მეტი,
სადღეგრძელოა! ვინც გვიყვარდა ყველა იმ ქალთა,
თუმც ერთს ეძღვნება, უსიკვდილოდ ჩემი სონეტი...
↑