ნინო კაპანაძე
14:49, 07 თებ, 2020
რა ლამაზად თოვს
რა ლამაზად თოვს... რა ლამაზია ციდან ცეკვა-ცეკვით წამოსული თეთრი ფანტელები... რა კარგი იქნებოდა ახლა სადმე სიწყნარეში საყვარელ ადამიანთან ერთად... როცა ერმანეთს გაყინულ ხელებს გაუთბობთ... რა უნდა იყოს იმაზე კარგი ვიდრე მის მხარზე ძილი ვისზე ფიქრებიც არ გაძიებენ... მაგრამ ახლა, მხოლოდ თოვლის ფანტელებია... ფანტელები- სიცივის და სიცარიელის მომტანი. მხოლოდ ცა- ნაცრისფერი და ფიფქები- ქათქათა თეთრი. საუკეთესოა ეს პეიზაჟი... მაგრამ, ერთი წამით აპ პეიზაჟთან ერთად წარმოიდგინეთ ლამაზი წყვილი, ხელჩაკიდებულნი როგორ მიუყვებიან ბილიკებს. არ ადარდებთ არც სიცივე და არც ზამთარი. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხედავენ, მათ მხოლოდ ერთმანეთის შეგრძნება შეუძლიათ, გაყინულები შინაგანად იწვიან...
რა ლამაზად თოვს... თოვს ზოგგან მხოლოდ ფიფქებით, ზოგგან კი სავსე გრძნობებით... ვინ იცის?! იქნებ ბოლო თოვლს ხედავს?! იქნებ ბოლოა ეს ფიფქები მისთვის?! დაფიქრდით, თქვენს თბილ ხელებს რამდენი ცივი ხელის გათბობა შეუძლია და გთხოვთ, არ გაფლანგოთ ხელების სითბო...
↑