ნინო კაპანაძე
20:33, 06 თებ, 2020
სიცილი
რამდენგვარია სიცილი?
შეიძლება ზოგს გაეცინოს ამ კითხვის დასმის დროს... ზოგმა კი მიპასუხოს: ორგვარი... სამგვარი... ოთხგვარი...
მე კი გიპასუხებთ: სიცილი თითოეულ ადამიანში იმდენგვარია რამდენი ადამიანიც უყვარს მას.
არ არსებობს ორი ადამიანი ვინც ერთნაირი დოზით გიყვარს... ყველა სხვადასხვაგვარად... ყველა სხვადასხვაგვარ სიხარულს იწვევს ადამიანში... ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად შეუძლია ადამიანის გახარება... სიცილიც შესაბამისია... ბევრი ადამიანი იმიტომ იღიმის რომ დაძლიონ შიში... შოგი მხოლოდ იმის გამო რომ მოსწონს... მაგრამ აბა წარმოიდგინეთ რა ძალა სჭირდება იმ ღომილს რომელმაც სევდა უნდა დამალოს... ზოგი ძლიერია და ეს შეუძლია მაგრამ ზოგი...
თქვენი აზრით ვის შეუძლია ნამდვილი სუხარული მოგვანიჭოს?
ამაზედაც ინდივიდუალური პასუხია.
ზოგს სატრფოს ნახვა ახარებს, ზოგსაც მონატრებული ადამიანის ნახვა, ზოგი კი დედის ღიმილს ნატრობს... დედები კი შვილისას და ამით არიან ბედნიერები...
სხვადასხვაა ბედნიერება და სიცილი... განსხვავდება სიცილი და ღიმილიც... ისევე როგორც სიცილის მიზეზები განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად სხვადასხვა მიზეზი სხვადასხვა სახის სიცილს, ბედნიერებას ღიმილს იწვევს...
რამდენ გვარია სიცილი?
სიცილი იმდენგვარია რამდენგვარი მიზეზიც არსებობს გასაცინად...