ნინო კაპანაძე
20:32, 06 თებ, 2020
მუხა
საუკუნეების წინ, როცა პირველად ჩავისუნთქე აქაური ჰაერი, როცა პირველად დამებერა პაწაწინა ფილტვები მაშინ გადავწყვიტე აქ ვმდარიყავი, გავზრდილიყავი... დავბერებულიყავი... ასეც მოხდა გავიზარდე... დავბერდი... მრავალ თაობას მოვესწარი... მრავალი ადამიანი მხურვალე მზის ქვეშ სიარულით მიქანცული შემიფარებია ჩემს ტოტებს ქვეშ... მრავალ ფრინველს სული მოუთქვამს ჩემს ტოტებზე... ჩემი სოფლის ბევრ სიხარულს დავსწრებივარ... ბევრ სიძე-პატარძალს აუვლია... დაულოცავთ: "ამ მუხის ტოტებივით გამრავლდითო"... ბევრი ახალშობილი დაულოცავთ: "ჩვენი მუხასავით დიდხანს გეციცხლოსო"... მე კი ვიდექი აქ... ვიდექი და განა უძრავად?! განა რადგან ხე ვარ არ შემიძლია ვილოცო? ვილოცო და დავლოცო ადამიანები?! შემიძლია... რათქმაუნდა შემიძლია... და მეც დამილოცავს კეთილი ადამიანები... ასე უძრავად.. უსიტყვოდ... ჩუმად მაგრამ გულით დამილოცია ისინი... განა მარტო ლხინს და სიხარულს შევსწრებივარ?? ჭირიც ბევრი მინახავს ჩემი სოფლისა... მინახავს როგორ მიაცილებენ ადამიანს მარადიულ სამყოფელში... და თქვენი აზრით ამას არ განვიცდი?? თქვენი აზრით არ მტკივა? მტკივა... რათქმაუნდა მტკივა... ყოველი ასეთი შემთხვევის მერე ფიქრებს მიმართულებას ვერ ვაძლევდი... თვალწინ ჩამივლიდა ჩემი სიცოცხლის ყველა მომენტი... ყველა გაზაფხული.. ყველა შემოდგომა.. ჩემთვალწინ დადგებოდა და მაფიქრებდა იმაზე, თუ როგორ ტკიოდათ ადამიანებს ჩემი დაცვენილი ფოთლები... მაფიქრებდა იმაზე, თუ როგორ წუხდნენ ისინი ჩემს გამხმარ ტოტებზე... მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი... ვერ ვგრძნობდი, რომ ვინმეს ვუყვარდი... როცა ადამიანებისგან ასეთ სიცივეს ვგრძნობდი ერთადერთი ფიქრი მომეძალებოდა ხოლმე... მომინდებოდა სადღაც ტყეში ჩემს ძმებთან დგომა... ადამიანებისგან შორს... მაგრამ მერე დავინახავდი როგორ დაისვენებდა ჩემს ფესვებზე დაღლილი ტკბილი მოხუცი და განა ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს?! შეიძლება იმაზე ბედნიერი იყო სადმე სადაც ბავშვების სიყვარულით აღსავსე თვალებს ხედავ?! შეიძლება მოგინდეს მათი დატოვება? ვერა... მე ვერ... მე შევიყვარე ჩემი სოფელი... სოფელი რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა... და სოფელი რომელმაც გამანადგურა... სოფელმა რომელმაც ისე დამწვა რომ არც მომჭრა... წარმოიდგინეთ!! ცოცხლად დამწვეს... იცით ყველაზე საშინელება რა არის?? დამწვა მან ვისი სიყვარულიც მაცოცხლებდა... რა მნიშვნელობა აქვს ეს გოგო იყო თუ ბიჭი... მოხუცი თუ ახალგაზრდა... მე მან გამანადგურა ვისგანაც ამას არ ველოდი... ვისაც ბევრჯერ დაუსვენია ჩემს ფესვებზე... ვისაც ბევრჯერ უგრძვნია შვება ჩემს ჩრდილში... მე ვგრძნობდი რომ ადამიანებს არ ვუყვარდი.. მაგრამ მე მიყვარდნენ ისინი... ვიცოდი რომ მათ არ შეეძლოთ შეეყვარათ ხე რომელიც უძრავად იდგა... ან უბრალოდ შეეძლოთ და ვერ მიხვდნენ?! ვინ იცის! ვიდექი უძრავად უსიტყვოდ, მაგრამ განა ამიტომ სიკვდილს ვიმსახურებდი? იმის გამო რომ ჩემი ხმა ადამიანებს არ ესმოდათ... იმის გამო რომ არ ესმოდათ ჩემი ლოცვა... იმის გამო რომ ვერ იგრძნეს ჩემი სითბო... განა იმის გამო ვიმსახურებდი სიკვდილს რომ სიცოცხლე მიყვარდა?! მინდოდა მეცოცხლა... მინდოდა მეარსება... მინდოდა... მინდოდა... მაგრამ სიკვდილი... სიკვდილი არ მინდოდა... არა... არ მინდოდა... არ მინდოდა მზესთან დამშვიდობება... მაგრამ მათ დააბნელეს ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემში... სიკვდილი არ მინდოდა... არა... არ მინდოდა...