ხატია შონია
14:36, 30 იან, 2020
სადღაც გადაღმა
ისევ თავსხმაში კვლავ მისველებს წვიმა ნაწნავევს,
ისევ ბავშვური დღეებია თითქოს ვიჯერებ,
წვიმის წვეთებში მონახული თავისუფლება
თავქარიანი ფიქრები რომ კვლავ მაგონდება.
ისევ იანვრის შუა რიცხვში, სულში დამთოვა,
ფიქრებს კი აღარ ენაღვლებათ სულის ტკივილი,
ახლა წვიმაში კვლავ სველდება ჩემი ნაწნავი,
მაგრამ ფიქრები აღარ არის ძველი,ფერადი.
ახლა მძიმეა ყველა წვეთი რაც კი მეხება,
ახლა მწვავს მხოლოდ და არ მიქრობს ცეცხლის კოცონებს,
თავქარიანი ახლა გახდა მხოლოდ ცხოვრება
და ყველა წამი არა მშვიდი , მხოლოდ მღელვარე.
მე ველოდები ჩემს ფანჯრებთან ბეღურის მოსვლას
და ველოდები, რომ ითოვებს ამჯერად უკვე,
ამჯერად უკვე მომინდება თოვლის სტუმრობა ,
რადგან ცივია დღეებივით რაც მე გადამაქვს .
გადმოვიხვეწე ოთახიდან სადაც ვსახლობდი,
გამოვაღწიე მეგობრების სახლობებიდან,
გამოვაღწიე სულ ყველაფრით ყველას თავიდან
და დავრჩი მარტო, ჩემი თავით ,სადღაც გადაღმა.
ახლა სადღაც ვარ , უცნობია ყველა გარემო,
ახლა არ ვიცი ამ ტკივილებს როგორ გადავთქვამ,
ვერ გამოვნახე გზები ჩემი თავის საშველად,
სულ მარტო ფიქრებს ტკივათ მხოლოდ ჩემი დანახვა .
ახლა არ ვიცი რა დღე მინდა, იყოს რა რიცხვი,
არ ვიცი როგორ ვამჯობინე , ჩემს თავს რაღაცა ,
არ ვიცი ფიქრებს რად შემოვრჩი ასე საჯიჯგნად
და რატომ ვეღარ წამოვდექი, როგორ ავად ვარ.
ზოგჯერ ძნელია წამოდგომა,უნდა გაჭირდეს,
ბუნებრივია წართმეული თავის მონახვა
და როცა ასე ძლიერ მტკივა ჩემი დანახვა,
კვლავ ვიმეორებ რომ გავგრძელდე, სხვა გზა არა მაქვს .
ალბათ მეც ზამთარს მელოდება ძილი ხანგრძლივი,
მხოლოდ ბეღურებს შემორჩებათ ჩემი ხსენება ,
იწყება დარდი არ მთავრდება მე კი ვმთავრდები,
დაღლისგან სადღაც გავიქეცი,სადღაც გადაღმა.
↑