ნინი კიკვაძე
23:44, 28 იან, 2020
ბალუ დიდ სტადიონზე
ერთ გოგონაზე მინდა მოგიყვეთ და სიტყვაზე მენდეთ, სტატიის კითხვას სიამაყით აღსავსე და მეტად მოტივირებული დაასრულებთ. ეს კესანე ბარბაქაძეა(მეტსახელად /ბალუ/), 2 წლის წინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ მასზე-როგორც კალათბურთელზე დაწერდნენ და ბევრი პატარა გოგოსთვის სამაგალითოდ იქცეოდა. ის 16 წლისაა, იტალიაში თამაშობს- სერია B-ში, 18 და 20 წლამდელებში, მისივე თქმით, თავისუფალ დროს სულ მღერის და ცეკვავს.
კესომ თამაში დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო სამოყვარულო გუნდში, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს იყო სპორტი, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა და მზად იყო მიზნისთვის საბრძოლველად.
შეიძლება ითქვას, ყველაფერი საქართველოს ნაკრების შერჩევებიდან დაიწყო, სადაც მწვრთნელები ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ გოგოებს და საბოლოოდ კესო ნაკრებში მოხვდა. როგორც თავად იხსენებს, წონის პრობლემა ჰქონდა, რაც მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა და თავდაუზოგავი შრომით სასურველ შედეგსაც მიაღწია, ექვს თვეში 32 კილოგრამი დაიკლო. ამის შემდეგ უკვე მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საუკეთესო შედეგი დადო და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მასზე სტატია გამოაქვეყნა.
ამ სტატიით და თამაშის სტატისტიკით კესომ საკალათბურთო აკადემია Stellazzurra-ს ყურადღება მიიქცია და მათთან ოთხწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ასევე მოხვდა ევროპის საუკეთესო ხუთეულში(ხუთეული და სტატისტიკა იხილეთ სურათზე).
როგორც თავად ამბობს, იტალიაში ახალი ცხოვრება დაიწყო და მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც სამშობლოსგან, ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა წარმოადგენს, ის ყოველდღე თავის მაქსიმუმს აკეთებს მიზნის მისაღწევად.
,,წარმომიდგენია, რამდენ გოგონას უნდა, რომ ჩემ ადგილას იყოს და მეც, რაც ძალი და ღონე მაქვს, ვცდილობ გამოვიყენო ეს არაჩვეულებრივი შანსი, ვასახელო ჩემი მუჭისოდენა სამშობლო-საქართველო, ჩემი ოჯახი, მეგობრები, მწვრთნელები-ანუ ხალხი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ჩემთვის, მუდამ გვერდში მედგნენ და მოტივაციას მაძლევდნენ“
სამომავლო მიზნებს რაც შეეხება, კესანე ამბობს, რომ არც ერთი წამით არ აპირებს გაჩერებას:
,,ჩემი მიზანია, რომ
თამაშის დროს ბურთი ფარში ჩავტენო (ბევრს ვვარჯიშობ ამისთვის) და კარიერის გაგრძელებას რაც შეეხება, როგორც ყველა კალათბურთელს, მეც WNBA-ში მინდა თამაში, ან რომელიმე ესპანურ ან იტალიურ გუნდში. ვიცი, რომ ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ადამიანი თუ მართლა მოინდომებს ყველაფერს შეძლებს!“
↑