უცნობი ავტორი
13:11, 28 იან, 2020
მამა
ცუდია ნეგატიურ ადამინებთან ურთიერთობა და მიტუმეტეს ცუდია როცა ეს - მამაშენია.

მშობლებს ვერ ვირჩევთო ხომ ამბობენ და ასეცაა, მაგრამ ის ხომ მაინც შეგვიძლია რომ საერთოდ არ ავირჩიოთ?
ხანდახან მგონია რომ ხის ნაყოფის, უბრალო ფოთოლთან უფრო მეტი მსგავსება მაქვს, ვიდრე მამაჩემთან და ამ დროს ვერ ვიგებ უზომოდ დამაჯილდოვა სამყარომ თუ სამუდამოდ გამწირა?
გამწირა ფიქრებისა და დარდებისთვის, არარსებულ მამაზე დარდისთვის, არარსებულ სითბოზე და სიყვარულზე ფიქრისთვის.
ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მამა, თბილი და მოსიყვარულე, რომ ქარში აშრიალებული ფოთოლივით მიწაზე რბილად დაეცეს და არაფერი ეტკინოს...