ხატია შონია
18:10, 26 იან, 2020
გელოდები...მოდი,სად ხარ?!
დედამიწის ოთახში ვარ დამწყვდეული
ბინის ნომრად ავირჩიე 12
გელოდები, მოდი სად ხარ, გევედრები
ღამე კარებს არ დავკეტავ, დაგიცდი.
დედამიწის უადგილო ნივთივით ვარ,
სიმძიმედ რომ მომეკიდა სიცოცხლე,
ტვირთად მაწევს ზურგზე ჩემი უშენობა
მოდი ახლა გაზაფხულად მიწამლე.
დედამიწის ოთახში ვარ დამწყვდეული
ბინის ნომრად ავირჩიე 12
ამ სიცივეს სულს რომ სცივა ვერ უშველის
ვერც მაისი და ვერც ცხელი ივნისი.
მე სიკვდილად ავირჩიე ნოემბერი,
შემოდგომა რომ შევირგო ბოლომდე,
ზამთრის პირველს გელოდები მინახულე,
მომიტაცე, როგორც ადრე დამპირდი.
ფანჯრებს ვაღებ წვიმის ხმაზე ვირევი და
მგონია რომ სწორედ შენ ხარ წვეთებში
ფანჯრებს ვტოვებ, მიბრუნდები ვიმედოვნებ,
შენ არ ჩანხარ, როცა იცი მჭირდები.
დედამიწის ოთახიდან გადმოვცქერი,
ამ სამყაროს სინაცრისფერს ვეჩვევი,
ვწერ წერილებს მეათასედ უპატრონოდ,
რადგან ისევ ჩემთან რჩება, დავიცდი.
დედამიწის დამწყვდეული პატიმარი,
მისჯილი მაქვს მე რამდენი არ ვიცი,
წერილები რაც კი ვწერე სისხლისფასად
მე სიკვდილის წუთებამდე დამიცდის.
მერე ყველას შევაგროვებ სათითაოდ,
გავიქცევი ამ ცხოვრების ციხიდან,
ამ წერილებს მოგიტან და მოგცილდები,
რადგან ალბათ ჩემი თავი მოგწყინდა.
დედამიწის ოთახიდან გელოდები,
არ მოდიხარ მე დაგღალე სიშავით,
ვიცი ახლა არ გიყვარვარ, დავიჯერე
მაგრამ ისევ არ გშორდები და გიცდი.
დედამიწის ოთახში ვარ დამწყვდეული
ავირჩიე ბინის ნომრად 12
ჩემი თავის თარსი რიცხვით გელოდები
ღამე კარებს არ ვკეტავ და შენ გიცდი.
↑
ბინის ნომრად ავირჩიე 12
გელოდები, მოდი სად ხარ, გევედრები
ღამე კარებს არ დავკეტავ, დაგიცდი.
დედამიწის უადგილო ნივთივით ვარ,
სიმძიმედ რომ მომეკიდა სიცოცხლე,
ტვირთად მაწევს ზურგზე ჩემი უშენობა
მოდი ახლა გაზაფხულად მიწამლე.
დედამიწის ოთახში ვარ დამწყვდეული
ბინის ნომრად ავირჩიე 12
ამ სიცივეს სულს რომ სცივა ვერ უშველის
ვერც მაისი და ვერც ცხელი ივნისი.
მე სიკვდილად ავირჩიე ნოემბერი,
შემოდგომა რომ შევირგო ბოლომდე,
ზამთრის პირველს გელოდები მინახულე,
მომიტაცე, როგორც ადრე დამპირდი.
ფანჯრებს ვაღებ წვიმის ხმაზე ვირევი და
მგონია რომ სწორედ შენ ხარ წვეთებში
ფანჯრებს ვტოვებ, მიბრუნდები ვიმედოვნებ,
შენ არ ჩანხარ, როცა იცი მჭირდები.
დედამიწის ოთახიდან გადმოვცქერი,
ამ სამყაროს სინაცრისფერს ვეჩვევი,
ვწერ წერილებს მეათასედ უპატრონოდ,
რადგან ისევ ჩემთან რჩება, დავიცდი.
დედამიწის დამწყვდეული პატიმარი,
მისჯილი მაქვს მე რამდენი არ ვიცი,
წერილები რაც კი ვწერე სისხლისფასად
მე სიკვდილის წუთებამდე დამიცდის.
მერე ყველას შევაგროვებ სათითაოდ,
გავიქცევი ამ ცხოვრების ციხიდან,
ამ წერილებს მოგიტან და მოგცილდები,
რადგან ალბათ ჩემი თავი მოგწყინდა.
დედამიწის ოთახიდან გელოდები,
არ მოდიხარ მე დაგღალე სიშავით,
ვიცი ახლა არ გიყვარვარ, დავიჯერე
მაგრამ ისევ არ გშორდები და გიცდი.
დედამიწის ოთახში ვარ დამწყვდეული
ავირჩიე ბინის ნომრად 12
ჩემი თავის თარსი რიცხვით გელოდები
ღამე კარებს არ ვკეტავ და შენ გიცდი.