ხატია შონია
17:59, 26 იან, 2020
დაღლა
ავიღე კალამი და დავიწყე წერა . სად ვარ?! სად მივდივარ?! რატომ მივდივარ?! რას გავურბივარ?! მე ვარ ტკივილი, რომელიც ვერ იკურნება. მე ვარ სასაფლაო , სადაც განისვენებს ჩემი საყვარელი ადამიანები ,ჩემი გრძნობები, ჩემი ემოციები. არავინ მაკითხავს . მე მიტოვებული , გაპარტახებული სასაფლაო ვარ . მე მინდა შუა შემოდგომას ზღვაზე , მინდა დაუსრულებელ სიმშვიდეთა მორევში შევცურო და დავიკარგო მასში.