უცნობი ავტორი
06:53, 24 იან, 2020
...
თითოეული განვლილი წამი, რომელშიც მე უკვე მკვდარი ვარ და ცოცხალი ლეშით ვუყურებ მომავალს. თეთრი იმედი და წარმოსახვა, რომელსაც ფერი არ აქვს. სამყარო, რომელშიც ის ფერი არ ყოფილა, რომლითაც ამ ისტორიას დავიწყებ.

წინ მივდიოდი და აღარაფერი ჩანდა გარდა გზის დასაწყისისა. ახლა და ყოველთვის. ვაგრძელებდი სვლას. უკიდეგანოდ შორს.

ვხედავდი სამყაროს მასთან ერთად, უამრავი ფერების სამყაროს და იქ მე ვერ ვნახე ფერი, რომელსაც ჩემი თვალები აღიქვამდა, აღიქვამდა, მაგრამ არა მარტო, არამედ მასთან ერთად, ეს იყო ყველაზე ლამაზი წარმოსახვა.

ვხედავდი კედლებს უსაფუძვლოდ.. უსაფოძლოდ მაღლა, უსაფუძვლოდ ღრმად... წინ მივდიოდი და აღარაფერი ჩანდა გარდა, გზის დასაწყისისა. ახლა და ყოველთვის. ვაგრძელებდი სვლას. უკიდეგანოდ შორს