ნინო კაპანაძე
22:10, 23 იან, 2020
დე
დე! რაღაც მინდა გითხრა! სულ სხვანაირად მიყვარხარ! სულ სულ სხვნაირად! ისე სხვანაირად რომ არ შეიძლება ასე ვინმეს ვინმე ან რამეს რამე უყვარდეს! უბრალოდ არ შემიძლია სიყვარული ისე გამოვხატო როგორც ამას განვიცდი! მაგრამ როცა ამბობ არ გიყვარვარო მაშინ რაღაცნირად სულ ვმუნჯდები... არ შემიძლია გამოვხატო როგორ მიყვარხარ და აქამდე მეგონა რომ შეგეძლო შენ მაინც მიმხვდარიყავი ვინ ხარ ჩემთვის მაგრამ თურმე შევმცდარვარ... ხშირად ვუბრაზდები ჩემს თავს ჩუმი გაუმხელელი სიყვარულისთვის ყოელთვის ვეუბნები ჩემს თავს რომ როგორც კი დაგინახავ ჩაგეხუტო და გითხრა: "დე, მიყვარხარ"... მაგრამ როცა გხედავ ამას ვეღარ ვბედავ... ყოველთვის მაქვს იმედი რომ დაინახავ როგორც მიყვარხარ... ჩემს თავს კი ვერ ვპატიობ გაუბედავ და გაუმხელელ სიყვარულს შენს მიმართ... ბევრი წერით თავს არ შეგაწყენ მგონი რისი თქმაც მინდოდა ვთქვი გაგება არ გაგება შენზეა... და... კიდევ რაღაც უნდა გთხოვო... არასდროს განმსაჯო სხვის საქციელზე დაყრდნობით, ჩემი გჯეროდეს და საყვედურამდე მომისმინე...
მოკლედ მოვრჩები... სამყარისთვის შეიძლება ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო მაგრამ ჩემთვის შენ ხარ სამყარო...
↑
მოკლედ მოვრჩები... სამყარისთვის შეიძლება ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო მაგრამ ჩემთვის შენ ხარ სამყარო...