ნინო კაპანაძე
16:51, 22 იან, 2020
ვერ გაბედავ
წარმოიდგინე შენი სიკვდილი... უბრალოდ წარმოიდგინე რომ მოკვდი... ერთი წამი... წარმოიდგინე? ძალიან კარგი...
საღამოა... მზის ჩასვლის ულამაზესი სხივები ღრუბლებში იკარგება... მარამ ამას შენ ვეღარ ხედავ... სასაფლაოზე პატარა გროვა ჩანს... ზედ ისევ ყვავილებია... და აი იმ გროვას პატარა ჩრდილი უახლოვდება... იცი ვინ მოდის შენთან?! ვიღაც ქალია... რაც უფრო მცირდება მანძილი მას უფროდაუფრო ეკვეთება მუხლები... მისი ჩუმი ტირილი არემარეს აყრუებს... ჩიტებიც კი ვერ ბედავენ ჭიკჭიკს... მათაც ვერ შეძლეს დედის ცრემლებისთვის ხელის შეშლა... აღარც ქარი ქრის.... შენ ალბათ გრძნობ... გრძნობ დედის თბილ ხელებს და ვიცი სიცოცხლე გენატრება... გენატრება ის მომენტი როცა შეგეძლო ჩახუტებოდი და გეთქვა "დე, მიყვარხარ!"... ახლა კი მის წინაშე ჯიუტად დადუმებულხარ და ცივ მიწას ათბობ მისი კალთების მაგივრად... მიდიხარ... საგზლად კი მიგაქვს დედის სურნელი... ღამით კი მის სარკმელთან ჩაივლი...
ბოდიში?! არ კმარა... მიყვარხარ?! ვერ ეტყვი ან კი როგორ გაბედავ!!!