ლიზა მიმინოშვილი
15:44, 20 იან, 2020
***
ზუსტად ღამის 3 საათი იყო, როცა მეგობარს გამოვემშვიდობე და თბილისის შუაგულში ავღმოჩნდი. ზაფხულის თბილი ქარი უბერავდა და უკვე დრო იყო... ერთი ადამიანიც კი არ გაიჭაჭანებდა ისე დაცარიელებულიყო თბილისი. თუმცაღა მდუმარება ძველმა ტრამვაიმ დააღვია, რომელიც არსაიდან გაჩნდა. აშკარა იყო, რომ შევიშალე ან ზედმეტი ალკოჰოლისგან ჰალუცინაციები დამეწყო...
ტრამვაი სწორედ ჩემ წინ გაჩერდა და თითქოს მხოლოდღა მე მელოდა. გაოცებული დავინტერესდი და ავედი...
გადავხედე მთელ ტრამვაის. ალაგ-ალაგ ხალხი მსხდარიყო და ყველას ყურადღება რაღაცას გაეფანტა. ერთ კაცს მივუჯექი...
საინტერესო პიროვნება იყო მაღალი, გრძელი ულვაშები ლამის ნიკაპამდე ჩამოწოლოდა. ნაღვლიანი თვალები ჰქონდა...
შავი პიჯაკი, დაკუჭული შარვალი და ჭუჭყიანი ტუფლები ეცვა. ხელები გაშავებული ჰქონდა (ალბათ) სახატავი ფანქრისგან და დავინახე, რომ ფურცელზე რაღაცას ხატავდა.
ინტერესმა მაინც თავისი ჰქნა და ამალაპარაკა ამ კაცთან.
-როგორ მოგწონთ შუაღამის თბილისი?-ვკითხე დაუყონებლივ. მანაც არ დაიზარა და მიპასუხა:
-მოწყენილობაა, თბილისს მზის სხივები ბევრად შეჰშვენის ვიდრე მთვარის თეთრი შუქი.-ბოხი და ღრმა ხმა ჰქონდა. აშკარად კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა და წუთიერი დუმილის შემდეგ დასძინა:
-თბილისი ეს მხიარულების, ჭამისა და სმის, გართობისა და საოცარი დიაცების ქალაქია.
მისმა ასეთმა კრიტიკამ სულაც არ გამაკვირვა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. შემდეგ სკამის ქვემოდან უზარმაზარი ჩემოდანი ამოაძვრინა, გახსნა და რაღაც ნახატი შიგ ჩადო. თვალი მოვკარი რომ ეს ჩემოდანი კიდევ სხვა ფერწერული ნახატებით იყო სავსე...
-მხატვარი ბრძანდებით?-ვიკითხე.
მან კი გამიცინა და თავის დაქნევით დანეთანხმა. ცოტა გავთამამდი და ვთხოვე ნახატები ეჩვენებინა, დიდად არ გახარებია ჩემი თხოვნა, მაგრამ მაინც შემისრულა და რამდენიმე გადმომილაგა. ნახატები იმდენად ფერწერული და პატრიოტული იყო, რომ ნიკო ფიროსმანის გეგონებოდათ.
შემდეგ თვალი მოვკარი "მეთევზეს", "აქტრისა მარგარიტას", "ფუნიკულიორს"... ყველა იგი ისეთი ოსტატობით იყო შექმნილი, რომ ორიგინალი გეგონებოდათ. მეც ვუთხარი:
-აშკარად ნიკო ფიროსმანის მოყვარული ბრძანდებით-თქო
როგორც შევატყვე ჩემი მოსაუბრე, ვერ მიხვდა რას ვამბობდი და დაბნეულად გამიღიმა.
ტრამვაი გაჩერდა და მითხრა რომ ის აქ უნდა ჩამოსულიყო. ადგა, მძღოლს რაღაც უცნაური ფული მისცა და ჩავიდა...
გამუდმებით იმ კაცზე ვფიქრობდი და ვერაფრით ვერ ვისვენებდი სანამ თავში ერთმა აზრმა არ გამიელვა... მაგრამ არა ეს შეუძლებელი იყო... იგი ხომ... 1918 წელს გარდაიცვალა... სწორედ ერთი საუკუნის წინათ... თან ეს უცნაური ტრამვაიც... ბოლოს შვწყვიტე ამაზე ფიქრი და ტრამვაიდანაც ჩამოვედი. ჩემდა გასაკვირვად მძღოლმა ფული არ გამომართვა და უბრალოდ შემიღრინა. საათს დავხედე და ზუსტად 03:15 იყო. მტკვრის სანაპიროსთან ავღმოჩნდი, სადაც ერთი კაცი წამომჯდარა და გამუდმებით რაღაცას წერდა... თან ბუტბუტებდა-წარვედ წყლის პირს... ნაცნობ ადგილს განსასვენებლად.... ვინამე ცრემლით...
უცბად შემამაჩნია და უხერხულობა იგრძნო, მაგრამ ისე მოიქცა ვითომ ვერც დამინახა. ბოლოს წაილუღლუღა:
-როგორ ფიქრობთ რა არის პოეზია?
ამ უეცარმა კითხვამ გამაოგნა და გამახსენდა ტერენტი გრანელის სიტყვები: "მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს მაინც არის უკვდავების ცისფერი მხარე სადაც დაფრინავს ჩემისული"...
↑