დაჩი დიასამიძე
11:58, 18 იან, 2020
მთვარი დინებაა
წყნარი დინება, ამღვრეული დინება, არცერთს აქვს მნიშვნელობა, არცერთი არ არსებობს, მთავარია დინება მუდმივად წინ მიდიოდეს, მუდმივად იცვლიდეს კალაპოტს, მუდმივად მოძრაობდეს, იმღვრეოდეს და ისევ წყნარდებოდეს, მთავარი დინებაა, უბრალო დინება და არა მდგომარეობა. არ არსებობს კარგი და არ არსებობს ცუდი დინება, არსებობს ჭაობი გონების სახით რომელიც ისრუტავს ამ დინებას და ქმნის კარგს და ცუდს, რთულს და ადვილს, ლამაზს და მახინჯს, ჭაობის გარეშე კი დინება ყოველთვის იპოვნის გზას, ყოველთვის შეიცვლის კალაპოტს, ყოველთვის დაწყნარდება და შემდეგ თავიდან აიმღვრევა, აზრიც ესაა, ჭაობის გარეშე დინება უბრალოდ არის...