გოჩა ბერძენიშვილი
23:22, 17 იან, 2020
ქართველი გმირები
ჰეი, ქართველნო! გმირები, რომ დაგვიწყებიათ
ბევრი თქვენგანის ცრემლი მათ რომ არ ღირსებიათ.
სხვის საფლავებზე უაზროდ ცრემლი, რათ დაგიღვრიათ?
ვაჟკაცებისთვის სანთლებიც კი არ აგინთიათ.

ვხედავ გმირების საფლავებზე ბალახს ეკლიანს,
მათი მოსპობის სურვილიც კი არ გაგჩენიათ,
ვხედავ მათ დედებს ხელშიშველი ეკალს ებრძვიან,
მათ ხელთ სისხლი სდით მაგრამ მაინც არ ჩერდებიან,

მათი შვილები გულჩაკლული სევდას ებრძვიან
ვხედავ მათ ცოლებსქმრების სურათს როგორ ეტრფიან,
მეგობრებს ვხედავ მათ საფლავზე ისევ ერთიანს
მათი ნათელში ყოფნისთვის ღმერთს ევედრებიან:

ჰეი ვაჟებო, რომ ყოყმანობთ ჯარში წასვლაზე
გამოუცდელი ვერას გვარგევთ ამ ქვეყანაზე,
უნდა ფიქრობდეთ სამშობლოსთვის თავდადებაზე,
თქვენ შეიძლება ვეღარ ნახოთ ცის სილაჟვარდე,

ჰეი ქართველნო გმირები რომ დაგვიწყებიათ?
ნუთუ ისინი ერთხელაც არ გაგხსენებიათ?
დედის თვალებზე ის ცრემლები არ შეშრებიან
მამებს შვილები ეძებენ დამუდამ ელიან.