ლიზა მიმინოშვილი
21:43, 16 იან, 2020
ფლირტი ფანჯარაში
ძალიან უცნაური რაღაც იყო...
ასეთი რამ არც არასდროს განმიცდია. ამ უსაზღვრო სევდაში, ამ კოლოფებით გადატენილ მიწაზე, ამ ბეტონების ყუთების ერთ-ერთ სარკმელში, შენი მზერა შევამჩნიე. გაუთავებლად, მონოტონურად ლაპარაკობდი ყურსასმენებში და თან შენს საქმეს აკეთებდი. მაგრამ დრო და დრო თვალები ჩემკენ გაგირბოდა. მეც გიყურებდი და ჩემსა და შენ შორის გაჩნდა თხელი ოქროსფერი ძაფი, რომელიც ხანდახან წყდებოდა. თითქოს არაფერი ისეთი არ გაგვიკეთებია, მაგრამ ჩვენ ვეტრფოდით ერთმანეთს უსაზღვროდ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვიცოდით, რომ ვეღარასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს. ვიცოდით, მაგრამ ეგ არ გვანაღვლებდა, მაგაზე ფიქრის დრო არ იყო. მე შენს სახეს კარგად ვერ ვხედავდი და ალბათ ვერც შენ ჩემსას, მაგრამ ჩვენ არამიწიერი კავშირი გვქონდა. ხო, კავშირი, რომელსაც სხვა ვერავინ გაიგებდა ჩემსა და შენ გარდა. დრო და დრო გადიოდი და ნერვიულად ვიყურებოდი სარკმელში, შენ იქ არ იყავი... მერე ბრუნდებოდი, მერე ისევ მიდიოდი. შენ ელაპარაკებოდი ვიღაცა სხვას, მაგრამ გონება და არსება ჩემკენ გქონდა მომართული და უნაზეს ღიმილს მჩუქნიდი. გმადლობ ამ სასიამოვნო საღამოსთვის. ცუდია რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე დროით იყო, "მაგრამ დროსა,მსრსველი ცელით, ყოვლთა წარწყმედით..." არვიცი დრო რას იზამს და როგორ მოიქცევა, მაგრამ ჩემს მოგონებებში, ჩემს ნაწერებში ყოველთვის დარჩები საღამოს ზმანებად და დაგარქმევ იდუმალ სახელს, რომელიც მხოლოდ მე მეცოდინება...
↑