წიგნების თარო
18:42, 15 იან, 2020
“წიგნების თაროს” სოციალური აქცია
სულ სულ სულ მალე “წიგნების თაროს” დაბადების დღე დადგება! ^_^

მანამდე კი, ყურადღება, ყურადღება!

დაბადების დღესთან დაკავშირებით, 16 იანვარს „წიგნების თარო“ სოციალურ აქციას გამართავს!

წიგნები - არასრულწლოვანთა კოლონიისთვის!

მთელი დღის განმავლობაში დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება „წიგნების თაროს“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთოს, - პირველი არხის შენობას ესტუმროს და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის წიგნები დაგვიტოვოს.

მომდევნო დღეებში ჩვენ არასრულწლოვანთა კოლონიას ვეწვევით, მსჯავრდებულებს შევხვდებით, მათთვის “წიგნების თაროს” თამაშს გავმართავთ და შეგროვილ წიგნებს საჩუქრად გადავცემთ.

მაშ, მოიტანეთ წიგნები, ჩაერთეთ „წიგნების თაროს“ სოციალურ აქციაში და იზეიმეთ ჩვენთან ერთად „წიგნების თაროს“ დაბადების დღე!

მისამართი - კოსტავას 68 (პირველი არხის შენობა)