უცნობი ავტორი
23:22, 13 იან, 2020
გრძნობები
ბედნიერი ვარ, მოწყენილი ვარ, მიყვარს, მძულს, მსიამოვნებს, მტკივა.

... გრძნობები ...

ერთ წამს ბედნიერდები, მეორე წამს კი ეს ყველაფერი ხელიდან გეცლება. ერთის მხრივ ამის მიზეზი შენთვითონ ხარ, მეორე მხრივ კი სხვები. სხვები გართმევენ იმას, რისი მოპოვებისთვის ცოტა არ გიწვალია.

ჩვენი გული სავსეა გრძნობებით, რომლის დაგროვებისთვისაც სხვადასხვა მომენტი გადალახეს ცხოვრებაში, მტკივნეული, სასიამოვნო, მარტივი რთული მომენტები, რომლითაც შედგება ჩვენი მთლიანი ცხოვრება.

სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე ამ გრძნობების აგროვებისთვის სხვადასხვა სუბიექტი თუ ობიექტი მონაწილეობს. ბავშვობის ასაკში, ნებისმიერი ნაყიდი ნივთი, რასაც მშობლები ბევრი თუ ცოტა ტირილის შემდეგ გვყიდულობდნენ გვაბედნიერებდა. მოზარდობის ასაკში ჩვენს ირგვლივ ის ადამიანი გამოჩნდება, ვისთვისაც გიღირს, გსურს და უფრთხილდები წუთისოფელს. ზრდასრულობისას კი საყვარელი ადამიანი და შემდეგ შვილი შეიძებლება შვილებიც.

ნუთუ ცხოვრება ასეთი ბედნიერია?

არამც და არამც.

ნაყიდი ობიექტი გაფუჭდება/გატყდება.
ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება გინდა გივიწყებს.
ცოლ-შვილი არც ეს არის სამარადისო!

ზემოქმედება - დიახ, უმეტეს ჩვენ ვახდენთ ზემოქმედებას იმ ბედნიერება ზე, რომლის დაკარგვის შემთხვევაში სხვას ვადანაშაულებთ.

მთავარი არის ის, რომ მათმა დაკარგვა თავი არ დაგაკარგვინოს.