ბექა გიორგაძე
16:57, 13 იან, 2020
უკანასკნელი იმედი.
ხშირად ჩვენი ცხოვრება,იმ პატარა ლაბირინთს ჰგავს, საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში, ყველას რომ შეგვხვედრია ოდესღაც. მთავარი პერსონაჟი კი ჩვენ ვართ, რომლის გამოყვანასაც, ასე გულმოდგინედ ვცდილობდით, იმ დაკლაკნილი გზებით - თავისუფლებისკენ... მაშინ, იმ უდარდელ წლებში. თუმცა ერთი განსხვავება კია: იმ ლაბირინთს ადრე სხვა ხატავდა ჩვენს მაგიერ, ჩვენი მისწრაფება კი მისი დაძლევა იყო და მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ისეთი განცდა გვეუფლებოდა - თითქოსდა მართლაც ვიხსენით ვიღაც, სამუდამოდ ლაბირინთში ხეტიალისგან...ახლა კი, ამ ლაბირინთს თავად ვქმნით, თუმცა არა იმიტომ რომ ის იმ პატარა უცოდველ არსებებს (რომლებიც ოდესღაც თავად ვიყავით) გადავულოცოთ, რათა მათაც შესძლონ სხვა და სხვა პერსონაჟებს თავისუფლება აჩუქონ... არამედ იმიტომ რომ მაშში ჩვენ თავად დავიკარგოთ, ვიტანჯოთ, ვტკეპნოთ ამაოდ გზები და ვიოცნებოთ თავისუფლებაზე, რომელიც ხშირად ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენგან... თან იმედი გვაქვს რომ ოდესმე, ჩვენს ლაბირინთსაც დააშტერდება ვინმე პატარა, მოციმციმე,სიცოცხლით სავსე თვალებით და გვაჩუქებს ასე ნანატრ თავისუფლებას... თუმცა უნდა გვახსოვდეს, ის მხოლოდ ერთხელ მოდის ჩვენს ცხოვრებაში და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ... რადგან თუ შევცდით, მას უბრალოდ მოვბეზრდებით, სხვა რამეზე გადაერთვება და მიგვატოვებს ბედის ანაბარა, ჩვენსავე შექმნილ ლაბირინთში. ასე დაგვტოვებს უკანასკნელი იმედი, იმედი ჩვენი სულის თავისუფლებისა... ის ხაზები კი რომელიც, მან ჩვენს ლაბირინთს, თითქოს დამღასავით დაასვა, აღარასოდეს წაიშლება და ერთდროულად გაგვახსენებეს: დიდ აღმაფრენას - როდესაც ის ჩვენთან იყო, ჩვენი სულის გადარჩენის იმედს გვაძლევდა...და დაცემას - როდესაც მან მიგვატოვა და თან წაიღო ის უკანასკნელი იმედიც... ჩვენ კი დაგვტოვა სამუდამოდ, ჩვენსავე შექმნილ ლაბირინთში, რომლის გასასვლელიც თავადვე ამოვქოლეთ, რადგან იმედის გარეშე, რომელიც დავკარგეთ, გვეშინია გარეთ, დიდების სამყაროში გასვლის და უფრო მეტიც - არცკი გვინდა, რადგან ლაბირინთის თითოეული ხვეული შევისწავლეთ, შევისისხლხორცეთ და საკუთარ სახლად ვაღიარედ. საკუთარ თავს დავაჯერეთ რომ ესაა ჩვენი აწმყო... თუმცა იმედის დაბრუნების იმედს, არასოდეს მივუტოვებივართ და სადღაც გულის ღრმა იმ ბავშვურ კუნჭულში, მაინც გვჯერა რომ, ოდესღაც მოვა ვინმე, ნათელი სიცოცხლითსავსე თვალებით, იპოვნის სადღაც მიკარგულ, დაკუჭულ და გაცრეცილ გაზეთს, ჩვენი ლაბირინთით გატაცებული, იმ ხაზებს (იარებს) შეასწორებს და ოდესღაც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს... ჩვენკი, თავაწეული შევეგებებით ნანატრ თავისუფლებას და აღარასოდეს დავკარგავთ სიცოცხლით სავსე, თვალებმოციმციმე ბავშვს, რომელმაც უკანასკნელი იმედი დაგვიბრუნა...
↑