უცნობი ავტორი
20:38, 04 იან, 2020
გრძნობა რომელიც შენზე ძლიერია
18 წლის ვიყავი როცა პირველად შევხვდი ადამიანს რომელიც საერთოდ არ მომწონებია სასაცილოა ალბათ პირველი ნახვით შეყვარება მაგრამ ესე იყო ზუსტად, ბევრი არ მიფიქრია ვინ იყო რას წარმოადგენდა ან საერთოდ ჭირდებოდა თუ არა გოგო რომელსაც ეყვარებოდა. უბრალოდ ავდექი და დავიწყე ჩემი გრძნობის წარმოჩენა იმ წამიდან დღემდე არასდროს შემპარვია ეჭვი გრძნობაში რომელსაც ესე მძაფრად აგვიქვავდი, გრძნობას რომელსაც საერთოდ არაფრის ეშინოდა არასდროს ეზარებოდა ფიქრი და ქმედება ერთად. ეტაპობრივად იზრდებოდა გულის ტკენაც და სიყვარულიც რაც უფრო გვიყვარდება ხო უფრო მეტად გვტკივა ყველა მისი სიტყვა და ქცევა გამძაფრებულად აგვიქვავთ კარგსაც და ცუდსაც.არც მე ვარ გამონაკლისი ჩვეულებრივი შეყვარებული ადამიანი ვარ ალბათ,მაგრამ მე საერთოდ არ მეჩვენება ეს ჩვეულებრივად. სწორი სიტყვაა “დაავადება” რომელიც შეეყრება ხოლმე ადამიანს რომელიც იპოვის იმას ვინც ჭირდებოდა, კი ეს ესეა მე ვიპოვე ის ვინც მჭირდებოდა ვისთვისაც საერთოდ ყველაფერს ვიზავდი იმდენად შემოიჭრა ჩემს სხეეულში ტვინში რომ ყველა წერტილი დაიკავა ყველა კუთხე თავისად აქცია ისე რო ვერც მიხვდა. სიყვარული ჩემთვის ხელოვნებაა ხელოვნების გარეშე კი სამყარო არ არსებობს. პირველად ვწერ და ძალიან ამშვიდებს. უბედურია ადამიანი სიყვარულის გარეშე მაგრამ უბედურია შეყვარებული ადამიანიც ზოგჯერ. და მაინც მე შენ მიყვარხარ და მიყვარს ეს უბედურებაც შენთან ერთად.....