დაჩი დიასამიძე
01:42, 04 იან, 2020
მთელი ცხოვრება სიზმარია
მე ყოველღამე ვეუბნები ჩემს თავს მშიშარას:არ დაიჯერო ის,რაც გადახგდა,არ დაიჯერო,რაც ახლა ხდება არ დაიჯერო,სიზმარია!
დაღამდა ისე,რომ კიდევ ერთხელ დაგაკლდა ვიღაც,ან დაგივიწყა,ან დაივიწყე,ან მოკვდა ვინმე-ძვირფასი ძალზე და ახლობელი-ხატი ბავშვობის.გათენდა ისე,რომ სუნი არ გცემს ზღვის,მანდარინის,როგორც წლების წინ,მშობლიურ სახლში.გათენდა ისე,რომ ჭერში ხედავ საღებავს მხოლოდ,ნაცვლად ბავშვობის ურჩხულებისა-წყალჩამოსული შპალერის არტი.გათენდა ისე,რომ უთენია აღარ გაღვიძებს ბებოს ფუსფუსი.დაღამდა ისე,ვერ ხედავ როგორ დაბრუნდა სახლში (კვლავ გვიან ღამით) დაღლილი მამა-მთვარის დარაჯი,საძინებელში ელოდება თავისი ზეცა.
დაღამდა ისევ,გათენდა კიდეც,იცვლება ყველა,მიდმოდიან,შენ რჩები მხოლოდ.რჩება მხოლოდღა მოგონებები,როგორც სახურავს მიყინული ორიოდ ლოლო,თოვლჭყაპის ფონზე თოვლის სახსოვრად.არადა,როგორ გახაროდა თოვლი ამისწინ,დამდნარა უკვე,ატალახდა,და შეგრჩა მხოლოდ მოგონება-ლოლო ყინულის,ლოლო,რომელშიც არეკლილია სუყველა კადრი,ლოლო,რომელიც აღარასდროს აღარ გადნება.
მთელი ცხოვრება არის სიზმარი და გაიღვიძებ ერთხელაც ისე,ჰო,გაიღვიძებ ისე ძალიან,ისე უეცრად გამოიღვიძებ,ისე ერთბაშად,რომ სამუდამოდ ჩაგეძინება...
↑