უცნობი ავტორი
00:47, 02 იან, 2020
დ.დ-ს ცხოვრება არა არის რა
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” - ცხოვრება მეტისმეტად დიდია იმისათვის რომ ფორმულებს დაექვემდებაროს, იქნებ მართლაც არ თქმა სჯობდეს ანდა თქმითაც დაშავება. ამას მხოლოდ მაშინ გავიგებდითვორი ცდა რომ გვქონოდა და შედეგებზე დაკვირვების საშუალება, მაგრამ ცხოვრება ერთ შანსს გვაძლევს ერთი ვითარებისთვის. მეორე ცდა პირველი ეფექტისთვის გამორიცხულია..
„არა საქმე არ იქმნების რაცა ღმერთსა არა სწადდეს” - ჩვენი წარუმატებლობის და უძლურების გამართლება შეუცნობელის არსებობით ერთერთი გზაა თავს ვითარებაში გარკვევის და ალტერნატივის ძებნის დრო მივცეთ და ეს ცუდი არ არის.
„შეუცნობელი არს გზანი უფლისანი” - მეცნიერების აუხსნელი ცოტა რამ თუ დარჩენილა, ახსნა ყოველივეს მოენახება მაგრამ გამართლება არა. ხსნა ახსნა არ არის, და ახსნა გამართლება არ არის.
და ბოლოს, „როგორც არ უნდა მოიქცე ბოლოს მაინც შვებას იგრძნობ” მთავარია თავს მისცე ნება დარჩე ცოცხალი, თუ სუნთქავ ეს არ ნიშნავს რომ ცოცხლობ სიცოცხლე მეტს მოითხოვს ჩვენგან - ლურჯი ჩიტის მეგობრისაგან