დაჩი დიასამიძე
21:11, 29 დეკ, 2019
Rick and Morty
-მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრში გავატარე,რომ კარგი ადამიანი ხარ და ვცდილობდი შენ დაგმსგავსებოდი,სინამდვილეში კი...
-კარგი არ ვარ და შენ ზუსტად მე მგავხარ.
-ბოროტი ვარ?
-უარესი,ჭკვიანი.როცა იცი,რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა,სამყარო შენია.სამყაროც ცხოველია,ჩვეულებრივი ადამიანებით იკვებება,იდიოტებს ქმნის,რომ ისევ მანვე ჩაყლაპოს.ჭკვიან ადამიანებს ბოლომდე ასვლის შანსი აქვთ,მაგრამ მოგზაურობა არასდროს მთავრდება.
-მამა,უკვე აღარ ვიცი,როგორი ვარ,ვინ ვარ,რა ვქნა.
-მე გირჩევ,წახვიდე და შენი სამყარო მიატოვო.
-ვერ ვიზამ მაგას!ბავშვები,ჯერი,ჩემი სამსახური...ვერ დავტოვებ!
-შემიძლია შენი კლონი შევქმნა.შენი მოგონებებით.ყველანაირად მსგავსი.ბავშვებს გაზრდის,სამსახურშიც ივლის და ტელევიზორსაც შენნაირად უყურებს.შეგიძლია ერთი დღით წახვიდე,კვირით,ან დარჩენილი ცხოვრებით.ვერავინ შეამჩნევს.როცა დაბრუნდები,მე კლონს გავთიშავ,ის ვერაფერს იგრძნობს,შენ კი ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას.
-თუ ყველაფერი უმნიშვნელოა ამას ჩემთვის რატომ გააკეთებ?
-არ ვიცი,იქნებ იმდენად უმნიშვნელო ხარ,რომ მომწონხარ;შეიძლება დედაშენის გამო ვგრძნობდე რამეს.
-არა მგონია,შევძლო...
-ჰოდა დარჩი!დატკბი ცხოვრებით,რომელსაც აირჩევ!რაც არ უნდა გადაწყვიტო,მაინც დამშვიდდები.