დაჩი დიასამიძე
20:56, 29 დეკ, 2019
Thrill is gone
ძვირფასო,მე ისევ ღამიდან გწერ და დღეს იმ გაბრაზების მერე Thrill is gone და ერთი ნაპასი მეც დამიტოვე...მე მოვალ შენთან ცანცარით და დაგცინებ,რომ ვითომ გეზიზღები და იმ ზიზღების მერე Thrill is gone...მე ბევრი ძილი მიყვარს,შენ კი ისევ მასწრებ გაღვიძებას და რად გინდა ეგ გაღვიძება პატარავ, თუ გაღვიძებისას Thrill is gone?!შენ,მძიმე მალბორო,მე კი მსუბუქი ფილიპი და ის დღეები,რომ აღარ დაბრუნდება,ზუსტად ისე Thrill is gone...
↑