დაჩი დიასამიძე
20:37, 29 დეკ, 2019
ლურჯი ჩიტი
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს,რომელსაც თავის დაღწევა სურს,მაგრამ მე ზედმეტად ჯიუტი ვარ,რომ გავათავისუფლო ის.მე ვეუბნები,დარჩი მანდ,არავის მივცემ ნებას რომ შეგამჩნიოს.
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს,რომელსაც თავის დაღწევა სურს,მაგრამ მე ვისკის ვუსხამ და სიგარეტის კვამლის საბურველში ვახვევ.ამიტომაც მეძავებს,ბარმენებსა და უბრალო მოხელეებს არასოდეს ეცოდინებათ რომ ის იქ არის.
აი,ისიც ლურჯი ჩიტი,რომელიც ჩემს გულში ბინადრობს,მას იქიდან გამოსვლა სურს,მაგრამ მე ზედმეტად ჯიუტი ვარ,რომ გავათავისუფლო ის.მე ვეუბნები,დარჩი ადგილზე,გინდა ყველაფერი აუ-დაურიო?გინდა რომ საქმე სულ გააფუჭო?გინდა რომ ევროპაში ბუმი იყოს ჩემს წიგნებზე?
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს,რომელსაც თავის დაღწევა სურს,მაგრამ მე ჭკუას ვხმარობ,ზოგჯერ,მხოლოდ ღამით ვრთავ გარეთ გამოსვლის ნებას,როდესაც ყველას ძინავს.ვეუბნები,ვიცი რომ მანდ ხარ.ნუ მიეცემი სევდას,შემდეგ უკან ვაბრუნებ და ისიც ცოტა ხნით გალობს.მე არ შემიძლია მას ასე უბრალოდ მივცე სიკვდილის ნება,ამიტომ ჩვენ ასე გვძინავს,ჩვენს საიდუმლო შეთანხმებასთან ერთად.
ზოგჯერ შვებაა კაცი აატირო,მაგრამ მე არ ვტირი,შენ?
↑